ახალი ამბები

თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდს ახმეტის გამგეობა უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 16 სექტემბრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის მართვას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს. 
შესაბამისი ცვლილება შევიდა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებასა და „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში. 
აღსანიშნავია, რომ კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელი იყო და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ხელისუფლების ორგანოებს.