ახალი ამბები

ხვალ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

19 სექტემბერს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქვესადგურ “დედოფლისწყაროში” მიმდინარე სამუშაოებია. მათივე თქმით, ქვესადგურში 110 კვ-იანი ძაბვის ტრანსფორმატორის გამთიშველის პროფილაქტიკური სამუშაოები და დიაგნოსტიკური გაზომვები ჩატარდება.