ახალი ამბები

წნორის სახორცე ობიექტი უხარისხო პროდუქტის გაყიდვის გამო დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს “მარი 97” 1000 ლარით დააჯარიმა.

სხვა დარღვევებთან ერთად, ობიექტზე ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა №2, რის გამოც სახორცე დაიხურა. ფორმა N2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისა და სხვა დარღვევებისათვის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს.