ახალი ამბები

Flex გაცვლითი პროგრამის ტესტირება თელავში 18 ოქტომბერს ჩატარდება

Flex პროგრამის გაზაფხულის სეზონის სააპლიკაციო განაცხადების მიღება დაიწყო. გაცვლით პროგრამას სკოლის მოსწავლეთათვის სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სკოლის მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია და აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. 
ცნობილია პირველი ტურის თარიღებიც. თელავში, პროგრამის პირველი ტური 18 ოქტომბერს, #1 საჯარო სკოლაში, 10:00 საათზე დაიწყება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.americancouncils.ge