ახალი ამბები

პოლონეთში კახური ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის სამ ქალაქში გაიმართა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაციები, რომელებსაც ღვინის ჟურნალისტი, ჟურნალ „VINISFERA”-ს მფლობელი და რედაქტორი, მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. ქართული ღვინის დაგემოვნებას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ბლოგერები, რესტორნების მფლობელები, სომელიეები და იმპორტიორები ესწრებოდნენ.
პოლონელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები: „კრახუნა“ (ლაღვინარი), „ქისი“ (ქინძმარაულის ღვინის მარანი), „საფერავი“ (თბილღვინო), „რქაწითელი“ (ოჟიოს მარანი), „ცოლიკოური“ (თელიანი ველი), „ქინძმარაული“ (შუმი), „ყვარელი“ (კორპორაცია ქინძმარაული), „მუკუზანი“ (ბადაგონი), „ვინოტერა საფერავი“ (შუხმან ვაინს ჯორჯია) და „სატრაპეზო აისვაინი“ (თელავის ღვინის მარანი).