ახალი ამბები

გურჯაანში 54 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

ათ დღეზე მეტია, სოფელ გურჯაანში, 54 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. ოთარ გორხელაშვილი ახლობლებმა ბოლოს 4 სექტემბერს ნახეს. გორხელაშვილის მეზობლების თქმით, იგი უკონფლიქტო ადამიანია. დაკარგულის ახლობლები კი აცხადებენ, რიმ მას შემდეგ, რაც ოთარ გორხელაშვილი სახლიდან გავიდა, იგი ნათესავებს არ დაკონტაქტებია. სამძებრო სამუშაოებში გურჯაანის რაიონული პოლიციაც ჩაერთო.