ახალი ამბები

დართლოს რეაბილიტაციისათვის 2 მილიონამდე დაიხარჯება

დართლოს რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1,372,023 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მისი ხანგრძლივობა 15 თვეა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 34 სახლის რეაბილიტაციას მოიცავს. 
ამ ეტაპზე დაიწყო დართლოში მდებარე 7 სახლის რეაბილიტაცია, ხოლო კიდევ 27 სახლის სარემონტო სამუშაოები 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. 
სამუშაოებს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სპეცინჟმშენი“ ახორციელებს .
პროექტის მიზანი, კახეთის რეგიონის ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებული, ინფრასტრუქტურული მომსახურების გაუმჯობესებაა. პროექტის განხორციელების შედეგად მოწესრიგდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტების მოზიდვას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დართლოს რეაბილიტაცია ამ პროექტით არ დასრულდება, საქართველოს მთავრობა დართლოში, მომავალში განსახორციელებელ ახალ პროექტზე უკვე მუშაობს.

სოფელი დართლო, კავკასიაში, ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე- თუშეთის რეგიონში მდებარეობს და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.