ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლაში სასწავლო კურსს 25 მსურველი გაივლის

დღეს თელავის დემოკრატიის სკოლამ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შემოდგომის სემესტრში თელავის დემოკრატიის სკოლაში სასწავლო კურსს, კონკურსის შედეგად შერჩეული, 25 მსურველი გაივლის. თელავში დემოკრატიის სკოლის 5-თვიანი პროგრამა დასრულდება 2015 წლის თებერვალში. პროგრამა მოიცავს 150 საკონტაქტო საათს და ყოველი კვირის ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება 6 საათიანი ტრენინგი. თელავის დემოკრატიის სკოლა, ჰოლანდიის დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით, 2011 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. ნიმდის დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.