ახალი ამბები

ევროკავშირმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ACF International, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ძირითად საშუალებათა შესაძენად.
პროექტის ფარგლებში ერთ, მინიმუმ 5 წევრისგან შემდგარ ფერმერთა, ჯგუფს/კოოპერატივს მინიმუმ 15 000 და მაქსიმუმ 49 000 ევროს გრანტის მიღება შეუძლია.
გრანტის მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარის მხრიდან 30%-იანი თანამონაწილეობა. პროექტის ღირებულების დანარჩენი 70% გრანტის მეშვეობით დაიფარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფერმერთა არარეგისტრირებულ (ერთად მუშაობის გამოცდილებით), ან რეგისტრირებულ ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად ჩამოყალიბების სურვილი და რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ფერმერთა კოოპერატივებს. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა შეეძლებათ 22 სექტემბრის, 17:30 სთ – მდე.