ახალი ამბები

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეიდან მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღწერა კახეთის რეგიონში მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს თემში მიმდინარეობს. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 15 სექტემბრიდან დაიწყო და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.