ახალი ამბები

მომავალ წელს ღვინის სუბსიდირება აღარ მოხდება

მომავალ წელს ღვინის სუბსიდირება აღარ მოხდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მეღვინეობა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია, ამიტომ მომავალ წელს სახელმწიფო სუბსიდირების ნაწილს გადახედავს. დანელია იმედოვნებს, რომ დარგს სუბსიდირება აღარ დასჭირდება, რადგან ის საკმაოდ სტაბილურად განვითარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის თქმით, სუბსიდირება კონკრეტულ დარგში მაშინ ხორციელდება, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა და ფასები დაბალია, დარგი კი სტრატეგიულია და მისი განვითარება სახელმწიფოს ინტერესებშია.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო ეტაპობრივად ისე მოახერხებს სუბსიდირებიდან გამოსვლას, რომ მეწარმეებისა და შემსყიდველების დემოტივიზაცია არ მოხდება.
დავითაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გლეხებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი არ იქნება.