ახალი ამბები

დღეისთვის 42157 ტონა ყურძენი გადამუშავდა

,,რთველი-2014’’-ი აქტიურ ფაზაში შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ღვინის ქარხნებმა სულ 42157 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გადაამუშავეს. აქედან ყველაზე მეტი საფერავის ჯიშის 25101 ტონა (55,058,513 ლარის) ყურძენია გადამუშავებული.
რაც შეეხება რქაწითელის ჯიშის ყურძენს, ამ დროისთვის ქარხნებში 15603 ტონაა (16,045,685 ლ) გადამუშავებული, კახური მწვანე 1303 ტ (1,658,386 ლ), ხოლო სხვა ჯიშის ყურძენი 152 ტ (81,277 ლ).
როგორც ,,knews.ge”-სთან პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რთველი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არცერთ გლეხს მოსავალი ჩასაბარებელი არ დარჩება:
,,წელს, კახეთში, უპრეცენდენტო რთველი გვაქვს. თუ გასულ წელს, რთვლის დროს, კახეთში, დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა, წელს, მიუხედავად იმისა, რომ დაისეტყვა ვენახები, იყო გვალვაც, 100 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით.
აღსანიშნავია, რომ წელს მინიმალური ფასი კილოგრამი ყურძნისა ერთი ლარია რაც ძალიან მახარებს. ფაქტია ისიც, რომ წელს ყურძენზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა მზად არის წარმატებული რთველის ჩასატარებლად.‘’