ახალი ამბები

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სატესტო რეჟიმში მარტიდან ამოქმედდება

კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, სატესტო რეჟიმში, მარტის თვიდან ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში სტუმრობისას განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემა ეფექტურია, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას: ,,ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე, რომელიც იქნება ძალიან ეფექტური. იგი, სატესტო რეჟიმში მარტიდან ამოქმედდება”.