ახალი ამბები

ა(ა)იპ-იების დირექტორები თელავის თემის საკრებულოს და გამგეობას ანგარიშს სამ თვეში ერთხელ ჩააბარებენ

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიგა მამუკელაშვილი და გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ა.ა.ი.პ.-ების დირექტორებს შეხვდნენ. მამუკელაშვილის თქმით, აღნიშნული სეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა დღეისთვის მათ სფეროში არსებული პრობლემების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით ა.ა.ი.პ.-ების ხელმძღვანელები საკრებულოს და გამგეობას სამ თვეში ერთხელ ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს და მომდევნო სამი თვის გეგმებს წარუდგენენ.