ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის სოფლები შრომა და ნინიგორი დააზარალა

გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის სოფლების – შრომისა და ნინიგორის მოსახლეობა დააზარალა. წვიმამ სოფლებში არსებული ხევების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულებიც. ლაგოდეხის გამგებლის მოადგილის, გიორგი ბოკერიას თქმით, მთელი დღის განმავლობაში სტიქიის ადგილზე მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სპეციალური კომისია კი ზარალს დღეს ითვლის.