ახალი ამბები

პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ბიოსაწვავის საწარმო შეიქმნება

 იგი ითვალისწინებს ქვეყანაში ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა ხის გრანულების წარმოების დაიწყებას. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ იქნება ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს შეშის მოხმარების შემცირებას. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრება. 

უწყების ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობის დასაფინანსებლად 160 000 აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი “თიბისი ბანკმა” გასცა. ამ ეტაპზე პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 185 000 აშშ დოლარია. საწარმო საგარეჯოს რაიონში 2015 წლის თებერვალში ამუშავდება.