ახალი ამბები

ლაგოდეხში ცივი იარაღით 24 წლის ბიჭი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 34 წლის მამაკაცმა 24 წლის ბიჭი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. 

შემთხვევა 8 სექტემბერს მოხდა. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1 ნაწილით, რომელიც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველო იძიებს. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარში ეჭვმიტანილი 34 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია და ბრალსაც აღიარებს. ამ დროისათვის ახალგზარდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.