ახალი ამბები

კახეთში სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოხდება

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებმა ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ძლიერი სეტყვის შედეგად, გუშინ, კახეთის რეგიონში დაშავებულ მიწის ნაკვეთებზე “ჯიპიაი ჰოლდინგის” ექსპერტები  ზარალს ითვლიან.

 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე შეუდგა კახეთში გასულ კვირას სეტყვით მიყენებული ზარალის ექსპერტიზას. ჩვენი წარმომადგენლები და ექსპერტები უკვე ადგილზე არიან. დილიდან მიმდინარეობს დასეტყვილი ნაკვეთების ექსპერტიზა, რომ დროულად დადგინდეს ზარალის მოცულობა და ოპერატიულად მოხდეს ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემა. მოგეხსენებათ, რთველი უკვე მიმდინარეობს და ამ დროს ფერმერისთვის ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება,“ – აცხადებს  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ანაზღაურების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ ქარუმიძე.

 მისი ინფორმაციით, ყვარლის რაიონში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ დაზღვეული 20-ზე მეტი ნაკვეთია დასეტყვილი. ზარალის მოცულობა დგინდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.  

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ძალაში მიმდინარე კვირის დასაწყისში შევიდა. პროექტში სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%–დან 95%–მდე სახელმწიფოგადაიხდის. ამ პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას სახელმწიფო ფიზიკური პირისშემთხვევაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს, ხოლო კოოპერატივის შემთხვევაში, 50 ათას ლარსა ანაზღაურებს. 

პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო–სამეურნეო კულტურის დაზღვევა ხდება დაზღვევა შეეხება ისეთ სტიქიებს, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. 

შესაბამისი განკარგულების მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემიის ნაწილი პოლისის  გაცემისთანავე გადაიხადოს.