ახალი ამბები

აგროკრედიტით დაფინანსებულმა მეწარმემ კახეთში ღორების ფერმა გახსნა

ამ თანხით მან მეღორეობის ბიზნესი წამოიწყო და ალაზნის პირას, სოფელ შალაურში ორსართულიანი ფერმა ააშენა. ფერმის პირველ სართულზე 70 სული ღორია მოთავსებული, ზემოთ კი მათთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვები ინახება.

როგორც „კომერსანტს“ დავით ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი წარმოების ხორცს მიმდინარე წლის ბოლოს ქართულ ბაზარზე გაყიდის კიდეც. იგი იმედოვნებს, რომ რეალიზაცია არ გაუჭირდება და აცხადებს, რომ საქართველოში ღორის ფერმები შემცირებულია.

 ფერმერი მიმდინარე წელს გაფართოებასაც გეგმავს. იგი აცხადებს, რომ ამისათვის აგროკრედიტით სარგებლობა აღარ დასჭირდება და ამას თავს უკვე საკუთარი ფინანსებითაც გაართმევს.