ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი ამინდები შენარჩუნდება

 როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 29-30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდება, ნავარაუდევია სეტყვაც. 

აღმოსავლეთ საქართველოში კი, ცხელი ამინდები შენარჩუნდება. 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ხანმოკლე წვიმები იქნება.