ახალი ამბები

წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისაგან დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება

საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელსა და ქალაქში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისაგან დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება. 
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია ხვალ, 10:00 საათზე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად, პირადად მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და მერების ჩართულობით გაიმართება. 

“მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა,  იზრუნონ საკუთარ საზღვრებში გარემოსა და იერსახის დასუფთავება-გაუმჯობესებაზე. მუნიციპალიტეტების დასუფთავების მასშტაბური აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათზე ზედამხედველობა გამგებლებისა და მერების მხრიდან გამკაცრდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტებში. 

პირველ ეტაპზე პოლიტიკური პლაკატებისგან ყველა შენობის, სკვერის, ბოძისა თუ სხვა ადგილების დასუფთავება იგეგმება. 

წინასაარჩევნო პლაკატების ნარჩენებისგან ქალაქის დასუფთავების აქცია რეგიონების გარდა, ასევე გაიმართება თბილისში და მასში მონაწილეობას გამგებლებთან ერთად პირადად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიიღებს.