ახალი ამბები

გვალვებისგან დაზარალებულ კახელ ფერმერებს შესაძლოა სახელმწიფო დაეხმაროს

როგორც commersant.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროს პრეროგატივა არ არის თანხის გამოყოფა. მათი ინფორმაციით, უწყებას მხოლოდ ზარალის დათვალაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. 

 როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ ეტაპზე რეგიონში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს.მათივე ინფორმაციით, ზარალის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, უკვე მთავრობა გადაწყვეტს ვის მიერ მოხდება კომპენსაციების გამოყოფა.

გვალვისგან დაზარალებული გლეხები   ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და კომპენსაციის მოთხოვნით აქციებსაც მართავენ.

 დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები ხელისუფლებისგანზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნას და კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. ამ მოთხოვნითმევენახეებმა საპროტექსტო აქცია რამდენიმე დღის წინ გამართეს. გლეხების თქმით, ძლიერისიცხის და გვალვების გამო მოსავლის გარეშე დარჩნენ.

 „200 ჰექტრამდე ვენახი გახმა. არავის არ მიაქვს ყურძენი. ჰაერში ვართ დარჩენილები დაგვინდა მთავრობა დაგვეხმაროს, რომ მომავალ წლამდე მშივრები არ დავრჩეთ. საარსებოწყაროს ვითხოვთ“, –  განაცხადა აქციის მონაწილე ზაურ შანიძემ.

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით,კომპენსაციასთან დაკავშირებით გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და სოფლისმეურნეობის სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 ,,ეს არ არის მარტივი და პატარა თემა. კომპენსაციასთან დაკავშირებით მოლოდინი გვაქვს, რომმთავრობის მხრიდან რაიმე რეალური დახმარება წამოვა. სახელმწიფომ გამოყო სუბსიდია,რომლის პირობაც არის ის, რომ ყურძენზე მინიმალური ფასი უნდა იყოს 1 ლარი. შესაბამისად,ქარხნები, რომლებსაც სუბსიდიის მიღება სურთ, მინიმუმ ლარში იბარებენ ყურძენს.გვალვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება მიმდინარეობს სოფელ ფიროსმანშიც“, -განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. 

 ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში დაახლოებით 30 ათას ჰექტარზედათესილი იყო ქერი და ხორბალი. გვალვამ თითქმის ყველაფერი გააფუჭა. სავარგულებისნაწილზე მოსავლის25% მოვიდა, ზოგან კი გლეხებმა და ფერმერებმა მოსავლის ასაღებადყანაში კომბაინი საერთოდ არ შეიყვანეს. 

დედოფლისწყაროს რაიონში დაახლოებით 10 ათასჰექტარზე მზესუმზირა იყო დათესილი. მოსავლის აღება ახლა დაიწყო და დაბალიამოსავლიანობა.