ახალი ამბები

ბავშვთა ძალადობის საკითხებზე თელავში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკურ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები და ასევე  აზერბაიჯანში, უკრაინასა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

როგორც  თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მაია ფურცხვანიძე აცხადებს, აღნიშნული შეხვედრის ჩატარება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო.

,,შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. თვითონ თემა იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო. ვისაუბრეთ ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გზებზეც.’’