ლაგოდეხში სატყეო პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოს და სატყეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და ღია გარემოსდცვითი სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლები.
როგორც OECI კოორდინატორი კახეთის რეგიონში,ასევე CENN ის რეგიონალური კოორდინატორი, კახაბერ სუხიტაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე დამწრე საზოგადოებისათვის მოხდა ახალი სატყეო პოლიტიკის წარდგენა და ასევე 2014-2015 წლების ზამთრის სეზონისათვის მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხები. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის და კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა და აღნიშნულ საკითხებზე საუბარი. გარდა ამისა შეხვედრის დროს ასევე დაისახა სამომავლოდ ყველა პრობლემის და საკითხების მუნიციპალიტეტების დონეზე განხილვა.’’