ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებლად დიდი პანაშვიდი ალავერდის ეპარქიის რამდენიმე ტაძარში აღევლინება

ალავერდის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიაll-ის სულის მოსახსენებლად თელავში, ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში, 14:00 საათზე, ლოცვას აღავლენს დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი.
ასევე:
სოფელ თეთრ წყლებში 15:00 საათზე, სამასი არაგველის ტაძარში, პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი კონსტანტინე პაპალაშვილი.
სოფელ ბუშეტში 15:00 საათზე, წმ. იოაკიმ და ანნას ტაძარში ლოცვას აღავლენს დეკანოზი გიორგი ლაზარიაშვილი.
დილით, 08:00 საათზე, წინანდლის წმ. გიორგის ეკლესიაში დიდი პანაშვიდი ჩაატარა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა.