ახალი ამბები

მებრძოლ პატრიოტთა კავშირმა თელავში შეხვედრა გამართა

თელავში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მებრძოლ პატრიოტთა კავშირმა’’ 2008 წლის ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებთან, ადამიანის უფლებათა საკითხებზე და სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობაზე დისკუსია გამართა.

როგორც,, მებრძოლ პატრიოტთა კავშირის’’ ხელმძღვანელი, ემზარ ქვარიანი აცხადებს, ორგანიზაცია მუდმივად იზრუნებს ადამიანების უფლებების დასაცავად. მისივე თქმით, თელავში ჩატარებული შეხვედრაც ამ საკითხს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრების დახმარებაზე.

,, ვიწყებთ გააქტიურებას,  გვინდა ჩვენი მუშაობით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. დღეისთვის იმის გამო, რომ სამართალდამცავი სისტემა გაუმართავია, მუდმივად ირღვევა ადამიანების უფლებები. მე მზად ვარ ჩემი სიცოცხლის ფასადაც კი ვიბრძოლო ყველა ადამიანის კეთილდღეობისთვის.’’