ახალი ამბები

გურჯაანში მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება

საქართველოში  მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება თბილისსა და გურჯაანში გაიხსნება. როგორც მთავრობის №1337 განკარგულებაშია აღნიშნული, მთავრობამ საკონსულოების გახსნაზე შესაბამისი თანხმობა გასცა. უფრო კონკრეტულად კი :
გურჯაანში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – კახეთის რეგიონი ) გახსნის თაობაზე;
თბილისში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – ქ. თბილისი ) გახსნის თაობაზე.