ახალი ამბები

საავტომობილო ახალი სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ავტომობილების ახალი სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება. შსს-ს ინფორმაციით, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებელობა ექნება სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს.
თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.sagency.ge) საშუალებით.
ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge) დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. ვებ-გვერდის საშუალებით სანომრე ნიშნის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე – მისი პირადი მონაცემების მითითებით.
2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალ სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.
არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერია.