როგორ გაიყოფა თვითმმართველი ქალაქისა და თემის ქონება თელავში
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ახალი კანონის შესაბამისად განხორციელდა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსის 153-ე მუხლი მუნიციპალიტეტების გამგეობებს აძლევს ვალდებულებას, რომ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ქონება გაიმიჯნოს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური წესი ქონებისა და ვალდებულებების გაყოფის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც უნდა განაწილდეს, როგორც მუნიციპალიტეტში არსებული ქონება, ისე – არამატერიალური ქონება.
ამ დროისთვის უკვე დამთავრდა 4 არაკომერციული-არასამეწარმეო იურიდიული პირის დაყოფა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებული იყო, დაეყო ააიპ-იები, რათა შემდეგ ქონება გადანაწილდეს თვითმმართველ ერთეულსა და მუნიციპალიტეტების გამგეობას შორის.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური წესი ქონებისა და ვალდებულებების გაყოფის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც უნდა განაწილდეს, როგორც მუნიციპალიტეტში არსებული ქონება, ისე – არამატერიალური ქონება.
ამ დროისთვის უკვე დამთავრდა 4 არაკომერციული-არასამეწარმეო იურიდიული პირის დაყოფა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებული იყო, დაეყო ააიპ-იები, რათა შემდეგ ქონება გადანაწილდეს თვითმმართველ ერთეულსა და მუნიციპალიტეტების გამგეობას შორის.
-,,ამ დროისთვის დამთავრებულია აიპიების რეორგანიზაცია. სულ 15 არასამეწარმეო-არაკომერციული პირი თვითმმართველ ქალაქ თელავს მიეკუთვნა, ხოლო შვიდი აიპი დარჩა თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე ჩვენ მიერ გამოტანილი იქნა ის პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა ამ დაწყებული რეორგანიზაციის პროექტის დასრულებას და, შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა წესდებები, რომელიც დაუმტკიცდა ამ აღნიშნულ ოთხ იურიდიულ პირს. გაყოფის გზით შეიქმნა დამატებით 4 ახალი აიპი და თავისი მიზნებიდან გამომდინარე ის მოემსახურება, როგორც თვითმმართველ თემს, ისე თვითმმართველ ქალაქს. აღნიშნული საკითხი წესრიგდება მთავრობის მიერ მიღებული წესის შესაბამისად, სადაც მეხუთე მუხლის, მეხუთე პუნქტი გვავალდებულებს, რომ ქონების გამიჯვნამდე, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, განახორციელოს ააიპების დაყოფა. ამჟამად ჩვენთან მოქმედია 17 აიპი, რომელთაგანაც ნაწილი ემსახურება, როგორც ქალაქის, ასევე, სოფლის მოსახლეობასაც. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს მათი რეორგანიზაცია დაყოფის მიზნით.’’
ლევან ბერძენაშვილის თქმითვე, იმ აიპიების მიზნები, რომლებიც გაიყო, არ იცვლება, რაც შეეხება საშტატო ერთეულს, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი გამგებელი და მერი გადაწყვეტენ.
-,,აიპიების რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა, მაგრამ უკვე საშტატო რაოდენობასა და ბიუჯეტს ახალი მუნიციპალიტეტის გამგებელი და მერი განსაზღვრავენ. ჩვენ უბრალოდ უფლებას ვიტოვებთ, რომ მოსახლეობამ არ იგრძნოს დისკომფორტი და ეს აიპიები, თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე, მოემსახურონ, როგორც ქალაქის, ისე – სოფლის მოსახლეობას, მაგალითად: თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე იყო 27 ბაგა-ბაღი, აქედან ნაწილი ფუნქციონირებს ქალაქის, ხოლო ნაწილი სოფლის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ახალი კანონის თანახმად, თელავი დაიყოფა ორ ნაწილად, თვითმმართველ ქალაქად და მუნიციპალიტეტად. ქალაქის ტერიტორიაზე რომელი ბაღებიც არის, ის შევა მერიის დაქვემდებარებაში, ხოლო, სოფლის ბაღები მუნიციპალიტეტის. ადრე მათი ბიუჯეტი ერთი იყო და ახლა გაიყოფა რაოდენობის, პერსონალისა და ბავშვების რაოდენობის შესაბამისად. ‘’
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, აიპების გაყოფის დროებითი სამუშაო ჯგუფის კომისიის ხელმძღვანელი არჩილ თხლაშიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც არჩევნების დასრულების შემდეგ შეიქმნება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაცია, ახალი საკრებულო და გამგეობა, ამ აიპიების ხელმძღვანელები დაინიშნებიან.
-,,ამ ეტაპზე უფლებამოსილი პირები მუშაობენ, რომ დასრულდეს აიპიების რეორგანიზაციისა და გაყოფის პროცესი საჯარო რეესტრში, ხოლო ახალი მუნიციპალიტეტის ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ, გამგებელი და მერი ამ აიპიების დირექტორებს დანიშნავენ, მათ საშტატო ერთეულებსა და ხელფასის ოდენობას განსაზღვრავენ.’’