ახალი ამბები

ქალაქ თელავისა და თემის საკრებულოს თავმჯდომარეების პოსტებზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება 12 ივლისს არჩევნების მეორე ტურში თვითმმმართველმა თელავმა ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი 70%-იანი უპირატესობით აირჩია. საარჩევი დარჩა, როგორც თვითმმართველი ქალაქის, ასევე, თემის საკრებულოს თავმჯდომარე. 
თვითმმართველი თელავის თემის საკრებულოში 32 წევრია. საკრებულოს სამ და მეტ წევრს შეუძლია თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ 1 კანდიდატურა დაასახელოს. კულუარული ინფორმაციით, თელავის მერიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ სამი კანდიდატურა განიხილება – კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი პაატა გიორგობიანი, პროპორციული სიის პირველი ნომერი და კოალიციის აქტიური წევრი გია გიგიაშვილი, ძველი თელავის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ნარეკლიშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს ფოსტის თელავის ფილიალის ხელძღვანელად მუშაობს. კოალიცია ,,ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელის, პაატა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობაზე პარტია რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. 
იგი, ,,კახეთის ხმასთან” საუბრისას, ადასტურებს, რომ პარტია მერიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას წარადგენს. რაც შეეხება შოთა ნარეკლიშვილს, ,,კახეთის ხმასთან: საუბარში აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ,,კახეთის ხმა” გია გიგიაშვილს მცდელობის მიეხედავად ვერ დაუკავშირდა. 
,,კახეთის ხმის” სანდო წყაროს ცნობით, პაატა გიორგობიანს საკრებულოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
მართალია, თვითმმართველი ქალაქ თელავის ახლადარჩეული საკრებულო (10 პროპორციული და 5 მაჟორიტარული) უფრო ჭრელი იქნება, თუმცა მას არც ერთი ქალი დეპუტატი არ ეყოლება. 
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს მონაცემებით, კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ყველაზე ბევრი მანდატი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ერგოთ. 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარებთან ერთად პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიც მოხვდნენ. ქალაქ თელავის საკრებულოში, თელავის 17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 მანდატიდან – კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, 2 მანდატი ერგო ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო ერთი მანდატი კი გაინაწილა ოთხმა პარტიამ: “ნინო ბურჯანაძე ერთიანი – ოპოზიცია”, არასაპარლამენტო ოპოზიცია “კახა კუკავა – ფიქრია ჩიხრაძე, “ლეიბორისტული პარტია” და “პატრიოტთა ალიანსი”.
ქალაქის საკრებულოს თამჯდომარის მოადგილის პოსტზე ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თხლაშიძის კანდიდატურა განიხილება. თხლაშიძე განმარტავს, რომ ამ საკითხის შესახებ მმართველ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაცია და განხილვა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. თემისა და ქალაქის საკრებულოების სხდომები 2 აგვისტოს გაიმართება.