ყვარლის ყოფილი გამგებლის დაჯარიმებას თეა წულუკიანი პროპორციულ სანქციად მიიჩნევს
მისი თქმით, ყველა გამგებელს და საზოგადოების თითოეულ წევრს უფრო მეტი თავშეკავება ევალება.
“მე მივესალმები, რომ სასამართლომ შეისმინა უწყებათაშორისი კომისიის პოზიცია. ვფიქრობ, რომ ქევხიშვილის მიმართ შეფარდებული სანქცია არის პროპორციული. თუმცა, მასაც და ყველა გამგებელს, თითოეულ წევრს ჩვენი საზოგადოებისა ევალება, უფრო მეტი თავშეკავება, რათა ხელჩართულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს წინასაარჩევნო პროცესები. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აქ მოქმედებს მორატორიუმი. მინდა, ხაზი გავუსვა ყველას გასაგონად, რომ პრემიერმა ეს მორატორიუმი გამოაცხადა ყველასთვის. ისეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა აქტივისტს, აგრეთვე “ქართული ოცნების” გამგებლებსა, თუ სხვა წარმომადგენლებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყვარლის ყოფილ გამგებელს, დავით ქევხიშვილს წვრილმანი ხულოგნობისს ბრალდებით სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.