ახალი ამბები

NDI–ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

დელეგაციის წევრები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI–ის ბორდის წევრი სემ გეჯდენსონი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტიDemocracy Reporting International (DRI)–ის და Electoral Reform International Services (ERIS)–დან რობერტ ადამსი, NDI-ის ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

2 მაისს, მუშაობის დასრულების შემდეგ კი, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.