პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, კახეთში, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, კახეთში, ერთი პირი დააკავა
უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
მან უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
დაკავებულს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას, ოჯახის წევრის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

