სეს-მა სიღნაღში რძის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.
სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს (მის: ქ.სიღნაღი სოფ: ჯუგაანი) ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
ყველა ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

