კაია კალასი – განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით
განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით.
„6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, – აღნიშნა კალასმა.

