ვენახების 86% კახეთშია გაშენებული
საქართველოში ვენახების თითქმის 86% კახეთშია გაშენებული – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2025 წლის მონაცემებით საქართველოს ვენახების ფართობი, ჯამურად, 50 000 ჰექტარია.
სააგენტოს მონაცემებით, ლიდერი რეგიონებს შორის ვენახის ფართობის მიხედვით, კახეთია, მეორე ადგილს ქართლი, მესამეს კი იმერეთი იკავებს.
უფრო კონკრეტულად, ვენახის ფართობი მევენახეობის ზონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
1. კახეთი – 42 900 ჰა;
2. ქართლი – 2 600 ჰა;
3. იმერეთი – 2 400ჰა;
4. რაჭა – 660 ჰა;
5. ლეჩხუმი – 357 ჰა;
6. აფხაზეთი – 224 ჰა;
7. სამეგრელო – 198 ჰა;
8. აჭარა – 146 ჰა;
9. გურია – 101 ჰა;
10. სამცხე-ჯავახეთი – 31 ჰა.

