ახალი ამბები

გვსურს, კვლავ ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა-სილვია ტოიუმი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები დემოკრატიის დასაცავად და ხაზს უსვამს შავი ზღვის, როგორც ევროპის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჰაბის სტრატეგიულ როლს.

„ცხადია, საქართველომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები საკუთარი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დასაცავად. ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ და ამავდროულად, ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ჩვენი სურვილია, კვლავ ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ხოლო მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ასახული.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც შავი ზღვის როლი კრიტიკულად გაიზარდა არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ ენერგეტიკის, სატრანსპორტო და წყალქვეშა კაბელების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეუძლია შავ ზღვას შეასრულოს საკუთარი ფუნქცია სხვა კონტინენტებთან დაკავშირების საქმეში”, – განაცხადა მინისტრმა ბრიუსელში.