თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა
მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 431 და 1012 მუხლები, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესის დიგიტალიზაციას. აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:
მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს”,- აცხადებენ მერიაში.

