„გვაქვს ისეთი მეწყრულად აქტიური ზონები, სადაც მოსახლეობა ისე ცხოვრობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ“ – ნინო ჩხობაძე
„გვაქვს ისეთი მეწყრულად აქტიური ზონები, სადაც მოსახლეობა ისე ცხოვრობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საქართველოს მასშტაბით მეწყერის ჩამოწოლის რისკის ზონაში 120 თემია. ნინო ჩხობაძის თქმით, აუცილებელია, რომ საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს.
„ყველა იმ უბანზე, სადაც არის მეწყრული პროცესი, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი – მოსახლეობამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეს. გვაქვს ისეთი მეწყრულად აქტიური ზონები, სადაც მოსახლეობა ისე ცხოვრობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ. ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია მიწოდებული აქვს მოსახლეობას, უფრო ბევრ შემთხვევაში არ იციან. გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. მუდმივად უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ, მათ შორის უნდა ვისაუბროთ სკოლებში.
„ქვეყნის მასშტაბით 120 თემია მეწყერის რისკის ზონაში“ საფრთხის შემცველი ტერიტორიების შესახებ გვაქვს მონაცემები, ამის დადგენაში მოგვეხმარა შვეიცარიის მთავრობა. ახლა იმედია, რომ ეს ინფორმაცია აიტვირთება. შარშან დამთავრდა ეს კვლევა. ქვეყნის მასშტაბით 120 თემია მეწყერის რისკის ზონაში, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში უკვე მისულია, იციან სამშენებლო კომპანიებმაც – ყველამ ყველაფერი იცის. როცა რაღაცის კეთებას იწყებ, პირველ რიგში, უნდა მოიძიო ყველაფერი იმ ტერიტორიაზე, სადაც რაიმე პროექტს გეგმავ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

