ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო.
ინფორმაცია კომისიამ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.
„ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო“, – წერია განცხადებაში.
ბრიფინგი, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა აშშ-ში უამინდობაა. ძლიერი თოვლით გამოწვეული მიზეზებით დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, გადაიდო და გაუქმდა ათასობით რეისი.

