ახალი ამბები

ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას ექიმის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა

სასამართლოს 21.01.2026 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ,,გამოსაცდელი ვადის საფუძვლით“ ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა-ის ბრძანება ექიმის ,,სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე“ და კლინიკას ექიმის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

ე.ზ-ე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე უვადოდ იყო დასაქმებული ,,ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში“ – კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კლინიკამ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების მიღების გარეშე ,,გამოსაცდელი ვადის“ საფუძვლით გაანთავისუფლა უვადოდ დასაქმებული ექიმი სამსახურიდან, მაშინ, როდესაც სახეზე არ იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის, არც ეროვნული და არც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული, რომელიმე საფუძველი.

უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) იურისტების ჩართულობით – თელავის რაიონული სასამართლოს 21.01.2026 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ,,გამოსაცდელი ვადის საფუძვლით“ ექიმის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება და კლინიკას დაზარალებული ექიმის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

წყარო:International Center for Rights Protection