სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მუნიციპალიტეტებს ₾41 მილიონი გამოეყოფათ- რა თანხაა გათვალისწინებული კახეთისთვის?
2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 40 830 000 ლარი გამოიყოფა.
ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფა მთავრობის 16 იანვრის განკარგულებით დაევალა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ამავე მიზნით ასევე 40 830 000 ლარი გამოიყო.
თანხის გადანაწილება 54 მუნიციპალიტეტისთვის მოხდება. რა ოდენობის თანხა შეხვდება კახეთის მუნიციპალიტეტებს?

პროგრამა 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით ამოქმედდა და მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, სადაც მოსახლეობა თავად ირჩევს პრიორიტეტულ სამუშაოებს (გზები, წყალი, ბაღები და ა.შ.)

