შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც მსხვილ და კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს
2026 წლის პირველი ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი ჩაატარებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელს და მომსახურებას შეიძენს.
“ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.
არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერები
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერები
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერები
სტანდარტული პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერები
სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ტენდერები
ნიღბების (პირბადის) კონსოლიდირებული ტენდერი
წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების კონსოლიდირებული ტენდერი
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა
მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერები
სამედიცინო სახარჯი მასალების კონსოლიდირებული ტენდერები
ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების კონსოლიდირებული ტენდერები
საბურავების კონსოლიდირებული ტენდერები
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერები
ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების კონსოლიდირებული ტენდერები
თბილისის ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების შესყიდვა
სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერები
სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების კონსოლიდირებული ტენდერი
ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
ნაგავშემკრები კონტეინერების კონსოლიდირებული ტენდერი
საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი საქონელი და მომსახურება
არასტერილური სამედიცინო მარლა და ბახილები
უწყვეტი კვების წყაროები
საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერი
საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) კონსოლიდირებული ტენდერი
სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
მთავრობის ადმინისტრაცია
ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები – კალაძე
თბილსერვის ჯგუფი
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.26 11:45
•
40
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.
„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპილატეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24-საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია
კახა კალაძე
დიდთოვლობა
გამოწერეთ ჩვენი სიახლეები
მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები
user@gmail.com
TOP.GE

