ახალი ამბები

უამინდობის გამო სიღნაღის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია

ინტენსიური თოვის გამო სიღნაღის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

მერიის ინფორმაციით,ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდა.

,,რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გზების გაწმენდით სამუშაოებზე და ელექტრო გადამცემი ხაზების აღსადგენად შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”,- აცხადებენ მერიაში.

მოქალაქეების თქმით, განხორციელებული სამუშაოები არაეფექტურია, რადგან გზების გაწმენდა ინტენსიურად არ ხდება და გადაადგილების პრობლემა აქვთ.