ახალი ამბები

2025 წელს ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან იყო

გასულ წელს საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 11.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებიდან ჩანს.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანას რუსეთიდან 1 579 664 ვიზიტორი სტუმრობდა, წინა წელს 157 841-ით ნაკლები. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს საქართველოში 1 421 923 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა.
საერთო მონაცემებს თუ გადავხედავთ, გამოდის, რომ ყოველი მეხუთე (4.9) ვიზიტორი რუსეთიდან იყო.
რაც შეეხება ზოგად სურათს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 7 803 239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
ამასთან, როგორც ადმინისტრაცია განმარტავს, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499 890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ხოლო კონკრეტულად ტურისტული ვიზიტების მხრივ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5 521 866 ვიზიტს მიაღწია. შედეგად, 2024 წელთან შედარებით ზრდამ 8..4% შეადგინა.