ახალი ამბები

სერტიფიცირება 1 244-მა პირმა გაიარა – 2026 წლიდან ვეტერინარები ლიცენზიის გარეშე საქმიანობა აკრძალულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება 2026 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა.

სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ-ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში რეგისტრირებულია და სერტიფიცირება გაიარა 800 ვეტერინარმა და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა, საერთო ჯამში – 1,244 პირი. სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდეა განსაზღვრული.

სააგენტოს შეფასებით, სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას და ვეტერინარული საქმიანობის მონაწილეთა უფლებების დაცვის გაძლიერებას.

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით, ვეტერინარის საქმიანობა 2026 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.