ახალი ამბები

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი

მსოფლიო ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასები 2 დღეა სტაბილურ მაჩვენებელზეა.

ერთი დღის განმავლობაში ოქროს ფასმა მცირედით იკლო. Gold Price-ის მონაცემებით, ერთდღიან ჭრილში ოქროს ფასი 0.26%-ით არის შემცირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 607 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში მისი ფასი 1.35%-ით შემცირდა და ამ მომენტისთვის ერთი უნცია 91.22 დოლარი ღირს.

საქართველოს ბაზარზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 360 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამის ფასი 6 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ.