ყვარლის მუნიციპალიტეტში, სამმა საბავშვო ბაღმა ოთხწლიანი ავტორიზაცია გაიარა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის #2, ქალაქ ყვარლის #2 და ქალაქ ყვარლის #3 საბავშვო ბაღებმა ოთხწლიანი ავტორიზაცია გაიარეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ, სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავდა:
• მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგიული განვითარება;
• კურიკულუმი – სასწავლო გეგმა;
• ოჯახისა და თემის ჩართულობა;
• სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა (კვება, ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და სხვა).
სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

