ქალაქ გურჯაანის ,,ზღუდრის” წმინდა გიორგის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახო
ქალაქ გურჯაანის ,,ზღუდრის” წმინდა გიორგის ეკლესია ულამაზესი ისტორიული ძეგლია.
ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, გასული საუკუნის 20-იან წლებში,ყველასთვის ცნობილი ანტირელიგიური მოძრაობის დროს, ბოლშევიკებს ,,ზღუდრის” წმინდა გიორგის ძველი ეკლესია(მე- 7 ს) დაუნგრევიათ.
მისივე თქმით, გადმოცემით,გურჯაანელები გიორგობა დღეს მიდიოდნენ სალოცავში და მის ნანგრევებზე სანთლებს ანთებდნენ.
,,1990 წელს, გურჯაანელების თხოვნის საფუძველზე, დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა,ძველი ეკლესიის ადგილზე(პროექტის ავტორი არქ. ნოდარ მინდორაშვილი). ეკლესიის მშენებლობა, იმავე წელს იქნა დასრულებული და მოხატული იქნა, სხვადასხვა ბიბლიური სცენებით, ადგილობრივი მხატვრების მიერ. დღევანდელი ეკლესიის გარშემო შემორჩენილია, ძველი სამნავიანი ეკლესიის(ბაზილიკის) ნაწილები,დაახლოებით 1- მეტრის სიმაღლეზე”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.





