ახალი ამბები

დღემდე უცნობი ეკლესია სოფელ ზიარში

ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სოფელ ზიარში არსებული ეკლესია, რომელიც დღემდე მეცნიერებისთვის გამოსაკვლევი ძეგლია, უცნობია ვისი სახელობისაა.

,,მეცნიერებისთვის უცნობი და გამოსაკვლევი ეკლესია, სოფელ ზიარის მიდამოებში, დარბაზულია (სიგრძე 12 მ). ნაგებია მსხვილი, დაკუთხული ქვის კვადრებით კირის ხსნარზე. დღემდე უცნობია, ეს სალოცავი ვისი სახელობისაა.
ეკლესია ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაშია, მაგრამ გეგმა იკითხება. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც შუაში გარღვეულია. აფსიდის გვერდებში დატანებულია საშუალო ზომის თითო ოთკუთხა ნიშა თარაზულად გადახურული. ძეგლი მდებარეობს შემაღლებულ ბორცვზე და გადაჰყურებს მიმდებარე ტერიტორიას.
ამ ადგილიდან დაახლობით, 30 მეტრის დაშორებით, მეორე ეკლესია მდგარა, რომელც შემორჩენილია მცირე ფრაგმენტების სახით. გადმოცემით, ამ ტერიტორიას ჩვენი წინაპრები ეძახდნენ ,,ორთავ საყდრებს”.